მუსიკისა და პოეზიის საღამო
3 marti
maia baraTaSvili da murman jinoria
სასპონსორო შეთავაზება
sxva TvaliT danaxuli samyaro
ექსკლუზიურად, 3 მარტს დედის დღესა და მაია ბარათაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება სიტყვის აკადემიის ყველასათვის საყვარელი პროექტი!
რა გელოდებათ ამ საღამოზე?
ქართველი სცენის ლეგენდის, მურმან ჯინორიას მიერ საოცარი არტისტიზმით გადმოცემული ქართული პოეზია;
მუსიკალური კლასიკა: ქართული და უცხოური კომპოზიციები განუმეორებელი ქართველი ჯაზვუმენისგან – მაია ბარათაშვილისგან;
შემოქმედებითი ტანდემი: იმპროვიზაცია და მოულოდნელი სიურპრიზები, რომლებიც ამ საღამოს განსაკუთრებულს გახდის;
ინტერაქცია აუდიტორიასთან: თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გახდეთ საღამოს თანამონაწილე – დასვათ კითხვები და გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები.
გეპატიჟებით მურმან ჯინორიასა და მაია ბარათაშვილის დაუვიწყარ საღამოზე სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
თანამშრომლობის გამოცდილება
ექსკლუზიურად, 3 მარტს დედის დღესა და მაია ბარათაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება სიტყვის აკადემიის ყველასათვის საყვარელი პროექტი!
თანამშრომლობის გამოცდილება
პარტნიორი კომპანიების პოზიციონირება
ჩვენი გუნდის მიზანია, სხვა კომპანიებთან ერთად, საერთო ძალებითა და რესურსებით შევქმნათ მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი და უნიკალური კონცეფციის კულტურულ-შემეცნებითი პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას შინაარსს, მრავალფეროვნებასა და ახალ ენერგიას მატებს.
სიტყვის აკადემიასთან თანამშრომლობით ბრენდი უკავშირდება იმ ღირებულებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის დღესაც და მომავალშიც მუდამ მნიშვნელოვანი იქნება – განათლებას, კულტურასა და ხელოვნებას. გარდა ამისა, „სიტყვის აკადემია“ ახალგაზრდული პროექტია, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობის ფარგლებში თქვენი ბრენდი წარმოჩნდება მომავალი თაობების მხარდამჭერად.
ღონისძიების ვიდეო და ფოტომასალის პროფესიონალურ გადაღებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი. პარტნიორი კომპანიები წარმოჩნდებიან ჩვენს კონტენტში, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება ღონისძიებამდე და მისი დასრულებიდან 3–4 თვის განმავლობაში.
კონტენტი გავრცელდება ჩვენ მიერ გამოყოფილი მნიშვნელოვანი სარეკლამო ბიუჯეტით, რაც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიაზე წვდომასა და ბრენდის მუდმივ ხილვადობას სოც. პლატფორმებზე (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, Google, ვებგვერდი).
ღონისძიების ფოტო-ვიდეომასალის პროფესიონალურ გადაღებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი. პარტნიორი კომპანიები წარმოჩნდებიან ამ მასალებში, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება ღონისძიების დასრულებიდან 3–4 თვის განმავლობაში.
კონტენტი გავრცელდება წინასწარ განსაზღვრული და საგრძნობი სარეკლამო ბიუჯეტით, რაც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიაზე წვდომას და ბრენდის მუდმივ ხილვადობას სოც. პლატფორმებზე ( Facebook, Instagram, TikTok და YouTube).
შეთავაზების კატეგორიები
PLATINUM
💎 ბრენდის გენერალურ პარტნიორად მოხსენება ყველა პოსტში (დაახლოებით 10 პოსტი)
🎥 თქვენი სოციალური პლატფორმებისთვის ვიდეორგოლის მომზადება, თქვენთან შეთანხმებით, რომელიც თქვენთვის შესაბამის და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და აქცენტებს წარმოაჩენს
🎤 კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუ, რომელიც ღონისძიების შემაჯამებელი კლიპის ნაწილი იქნება
🚩 ფიზიკური ბანერი საუკეთესო ადგილზე
🎙️ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლის სიტყვიერი მიმართვა სტუმრებს (2–3 წუთი)
📢 ჩვენი მხრიდან კომპანიის, როგორც მთავარი მხარდამჭერის გამოცხადება ღონისძიებაზე,
🎁 საჩუქრების ან ბეჭდური მასალების ადგილზე გავრცელების შესაძლებლობა
🤝 სპეციალური „მადლობის“ პოსტი ღონისძიების დასრულების შემდეგ
🏷️ 15%-იანი ფასდაკლება კომპანიის თანამშრომლებისთვის
🎫 5 VIP ადგილი ღონისძიებაზე
GOLD
📝 ბრენდის ხსენება ღონისძიების ყველა პოსტში
🚩 ბანერის განთავსების შესაძლებლობა ღონისძიების სივრცეში
📢 ჩვენი მხრიდან კომპანიის, როგორც მხარდამჭერის გამოცხადება ღონისძიებაზე.
🎁 საჩუქრების ან ბეჭდური მასალების ადგილზე გავრცელების შესაძლებლობა
🏷️ 15%-იანი ფასდაკლება კომპანიის თანამშრომლებისთვის
🎟️ 3 VIP ადგილი ღონისძიებაზე












