WhatsApp Image 2025-10-22 at 21.36.03

სოფიო აბულაძე

ფსიქოლოგი

სოფიო აბულაძე არის გამოცდილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტია. ამჟამად იგი ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო უკვე მოპოვებული აქვს პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტის სტატუსი.

 

მისი ექსპერტიზა მოიცავს ისეთ კლინიკურ მდგომარეობებს, როგორიცაა პანიკური შეტევები, შფოთვა, დეპრესია, დამოკიდებულებები, ემოციების რეგულაციისა და ქცევის მართვის სირთულეები, ადრეული ბავშვობის ტრავმები და სხვა

 

2019 წლიდან სოფიო მუშაობს სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებით, მათ შორის ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ და სოციალურ პროგრამებში, ნარკოლოგიის მიმართულებით ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებაში და სხვა.

 

ამჟამად იგი დასაქმებულია დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც აქტიურადაა ჩართული პაციენტთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესებში.

 

სოფიო ასევე ატარებს ჯგუფური თერაპიისა და არტთერაპიის სესიებს, სიტყვის აკადემიაში კი ფსიქოგანათლების მიმართულებითაა ჩართული.

გუნდის სხვა წევრები