sityvis akademiis

გალაკტიონის კვირეული



baTumSi

სასპონსორო შეთავაზება

sxva TvaliT danaxuli samyaro

21 დეკემბერს, „სიტყვის აკადემია“ Courtyard by Marriott Batumi-ში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ საღამოს მართავს.

ეს არის პოეზიისა და მუსიკის სინთეზი – პროექტი, რომელიც დიდი ქართველი პოეტის შემოქმედების გარშემო აერთიანებს მხატვრულ კითხვასა და მუსიკას.

საღამოს გაუძღვებიან ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები: მურმან ჯინორია და მაია ბარათაშვილი.

ღონისძიება ჩატარდება ინტერაქტიული ფორმატით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა,  ჩაერთონ ცოცხალ კომუნიკაციაში, გამოთქვან საკუთარი აზრი და დაუსვან კითხვები მომხსენებლებს.

თანამშრომლობის გამოცდილება

19 დეკემბერი | 21 დეკემბერი

სიტყვის აკადემია გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულს ახლა უკვე ბათუმში მართავს.

19 დეკემბერს სასტუმრო “Le Meridien“-ში მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო შედგება, ხოლო 21 დეკემბერს Courtyard by Marriott Batumi-ში  ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები, მურმან ჯინორია და მაია ბარათაშვილი, მაყურებელს პოეზიისა და მუსიკის უნიკალურ სინთეზს შესთავაზებენ. 

ღონისძიებები ჩატარდება ინტერაქტიული ფორმატით. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ მოუსმინონ გალაკტიონის სტრიქონების ახლებურ გააზრებას, არამედ ჩაერთონ ცოცხალ კომუნიკაციაში, გამოთქვან საკუთარი აზრი და დაუსვან კითხვები მომხსენებლებს.

თანამშრომლობის გამოცდილება

სიტყვის აკადემიის აუდიტორია

გამომწერი
0 +
საშუალო Reach
0 +

ასაკობრივი სეგმენტი

გეოგრაფიული განაწილება

პარტნიორი კომპანიების პოზიციონირება

ჩვენი გუნდის მიზანია, სხვა კომპანიებთან ერთად, საერთო ძალებითა და რესურსებით შევქმნათ მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი და უნიკალური კონცეფციის კულტურულ-შემეცნებითი პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას შინაარსს, მრავალფეროვნებასა და ახალ ენერგიას მატებს.

სიტყვის აკადემიასთან თანამშრომლობით ბრენდი უკავშირდება იმ ღირებულებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის დღესაც და მომავალშიც მუდამ მნიშვნელოვანი იქნება – განათლებას, კულტურასა და ხელოვნებას. გარდა ამისა, „სიტყვის აკადემია“ ახალგაზრდული პროექტია, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობის ფარგლებში თქვენი ბრენდი წარმოჩნდება მომავალი თაობების მხარდამჭერად.

 

ღონისძიების ვიდეო და ფოტომასალის პროფესიონალურ გადაღებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი. პარტნიორი კომპანიები წარმოჩნდებიან ჩვენს კონტენტში, რომელიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება ღონისძიებამდე და მისი დასრულებიდან 3–4 თვის განმავლობაში.

კონტენტი გავრცელდება ჩვენ მიერ გამოყოფილი მნიშვნელოვანი სარეკლამო ბიუჯეტით, რაც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიაზე წვდომასა და ბრენდის მუდმივ ხილვადობას სოც. პლატფორმებზე (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, Google, ვებგვერდი). 

ღონისძიების ფოტო-ვიდეომასალის პროფესიონალურ გადაღებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი. პარტნიორი კომპანიები წარმოჩნდებიან ამ მასალებში, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება ღონისძიების დასრულებიდან 3–4 თვის განმავლობაში.

კონტენტი გავრცელდება წინასწარ განსაზღვრული და საგრძნობი სარეკლამო ბიუჯეტით, რაც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიაზე წვდომას და ბრენდის მუდმივ ხილვადობას სოც. პლატფორმებზე ( Facebook, Instagram, TikTok და YouTube). 

სიტყვის აკადემიის ღონისძიებებში მონაწილეობს აუდიტორია, რომელიც აფასებს ხარისხიან განათლებასა და ინტელექტუალურ გამოცდილებას. ჩვენი ღონისძიებები რეგულარულად ტარდება ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა: Paragraph Tbilisi, Holiday Inn, Hilton, Biltmore, Le meridien, Ambassador, Radisson და King David — შესაბამისად, პროექტებში ძირითადად მონაწილეობას იღებს იმ სეგმენტის აუდიტორია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და მაღალ სტანდარტზე.

შეთავაზების კატეგორიები

PLATINUM

🌟 განსაკუთრებული ადგილი ლოგოსთვის ღონისძიების ყველა გრაფიკულ მასალაზე (სიტყვის აკადემიის პლატფორმები + TKT.GE)

💎 ბრენდის გენერალურ პარტნიორად მოხსენება ყველა პოსტში (დაახლოებით 10 პოსტი)

🎥 თქვენი სოციალური პლატფორმებისთვის ვიდეორგოლის მომზადება, თქვენთან შეთანხმებით, რომელიც თქვენთვის შესაბამის და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და აქცენტებს წარმოაჩენს

🎤 კომპანიის წარმომადგენელთან ინტერვიუ, რომელიც ღონისძიების შემაჯამებელი კლიპის ნაწილი იქნება

🚩 ფიზიკური ბანერი საუკეთესო ადგილზე

🎙️ ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლის სიტყვიერი მიმართვა სტუმრებს (2–3 წუთი)

📢 ჩვენი მხრიდან კომპანიის, როგორც მთავარი მხარდამჭერის გამოცხადება ღონისძიებაზე,

🎁 საჩუქრების ან ბეჭდური მასალების ადგილზე გავრცელების შესაძლებლობა

🤝 სპეციალური „მადლობის“ პოსტი ღონისძიების დასრულების შემდეგ

🏷️ 15%-იანი ფასდაკლება კომპანიის თანამშრომლებისთვის

🎫 5 VIP ადგილი ღონისძიებაზე
7500₾

GOLD

🖼️ ბრენდის ლოგოს განთავსება ყველა გრაფიკულ მასალაზე (სიტყვის აკადემიის პლატფორმები + TKT.GE)

📝 ბრენდის ხსენება ღონისძიების ყველა პოსტში

🚩 ბანერის განთავსების შესაძლებლობა ღონისძიების სივრცეში

📢 ჩვენი მხრიდან კომპანიის, როგორც მხარდამჭერის გამოცხადება ღონისძიებაზე.

🎁 საჩუქრების ან ბეჭდური მასალების ადგილზე გავრცელების შესაძლებლობა

🏷️ 15%-იანი ფასდაკლება კომპანიის თანამშრომლებისთვის

🎟️ 3 VIP ადგილი ღონისძიებაზე
2800₾

SILVER

🖼️ ბრენდის ლოგოს განთავსება ყველა გრაფიკულ მასალაზე (სიტყვის აკადემიის პლატფორმები + TKT.GE)

📝 ბრენდის ხსენება ღონისძიების ყველა პოსტში

🏷️ 10%-იანი ფასდაკლება კომპანიის თანამშრომლებისთვის

🎟️ 2 VIP ადგილი ღონისძიებაზე
1900₾