WhatsApp Image 2025-09-14 at 21.54.33

თინათინ სამარგულიანი

ფსიქოლოგი

თინათინ სამარგულიანი არის ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომელიც ბავშვებთან, მოზარდებთან და მშობლებთან მუშაობისას აერთიანებს გეშტალტთერაპიის, მითოდრამისა და არტთერაპიის თანამედროვე მიდგომებს. მისი საქმიანობა მიმართულია ბავშვებისა და მოზარდების ემოციური კეთილდღეობის, სოციალური უნარებისა და თვითშემეცნების პროცესების გაძლიერებაზე უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.

თინათინმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის ვიოლეტ ოკლენდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსდამთავრებული და 2024 წლიდან მონაწილეობს Swiss Mythodrama Society-ის ჯგუფურ თერაპიულ პრაქტიკასა და სუპერვიზიაში.

აქვს მუშაობის გამოცდილება ჯგუფებში ფსიქოგანათლების მიმართულებით, პრესქულში განათლების ფსიქოლოგად, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კლასის ტუტორად, ხოლო 2022 წლიდან ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფსიქოლოგია. 

ის აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ განვითარებაში, ფლობს არტთერაპიის, მეტაფორული ბარათების, ქცევის მართვისა და სენსორული ინტეგრაციის ტრენინგებს და მუდმივად ახორციელებს ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ბავშვებთან და მოზარდებთან.

დღეს თინათინ სამარგულიანი სიტყვის აკადემიაში აგრძელებს საქმიანობას ფსიქოგანათლების მიმართულებით, რითიც მომავალ თაობას ეხმარება ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისა და თვითშემეცნების გზაზე.

გუნდის სხვა წევრები