გვანცა მგალობლიშვილი არის მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) აქვს მიღებული. ამჟამად იგი იკავებს მომხმარებელთან ურთიერთობისა და კმაყოფილების მართვის მენეჯერის პოზიციას დასაქმების პლატფორმაზე JOBS.GE.
მისი კარიერული გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული საგამომცემლო და საგანმანათლებლო სფეროსთან. გვანცა წლების განმავლობაში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის მიმართულების პროექტის მენეჯრად და გამომცემლობის რედაქტორად. მისი რედაქტორობით გამოიცა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მიხაელ ენდეს „ვუნშპუნში“ და მარიამ ჯამდელიანის „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“.
პარალელურად, გვანცა ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. იგი იყო მხატვრული ლიტერატურის პედაგოგი საკვირაო სკოლაში, სადაც იყენებდა სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს და მოსწავლეებს ეხმარებოდა ტექსტების ინტერპრეტაციასა და ანალიზში. მას გააჩნია მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სწავლების უნარები.
გვანცა მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, რასაც ადასტურებს მის მიერ გავლილი არაერთი სერტიფიცირებული კურსები კრიზისის მენეჯმენტის, კულტურის ფსიქოლოგიის, დეზინფორმაციის მართვისა და ემოციური ინტელექტის მიმართულებით.
სიტყვის აკადემიაში გვანცა საკვირაო სკოლის ლიტერატურის პედაგოგია.











