UTA_2059-Enhanced-NR copy

ანდრია კიკონიშვილი

დამფუძნებელი

ანდრია კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია, რომელმაც განათლება ბუდაპეშტში, Eötvös Loránd University-ში სოციოლოგიის მიმართულებით მიიღო. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჩაისახა „სიტყვის აკადემიის“ შექმნის იდეა, რომელზე მუშაობაც დისტანციურ ფორმატში დაიწყო. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ კი ანდრია საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა იდეის რეალიზაციას.

დღეს ის აკადემიის დირექტორია და ორგანიზაციის ყველა მიმართულებას ზედამხედველობს. ანდრიას ხედვაა, რომ „სიტყვის აკადემია“ იქცეს ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცედ, რომელიც აერთიანებს თავისუფალ აზროვნებას, ღირებულებით განათლებასა და ცოცხალ ურთიერთობებს.

გუნდის სხვა წევრები