ანა წოწერია პროფესიით სამართლის სპეციალისტია. ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წარჩინებით (GPA 3.9) დასრულების შემდეგ ის სიტყვის აკადემიის გუნდს შემოუერთდა სადაც საზოგადებასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციას იკავებს.
ანა აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „Boomerang Voluntary“ თანადამფუძნებელი, რომელიც საჭიროების მქონე ბავშვების სოციალურ ინტეგრაციასა და თანატოლებში ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობდა. ის ასევე სამართლის მკვლევართა ასოციაციის წევრია, სადაც მონაწილეობს იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობს.
მისი მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს პროექტში „Visit me“ მოხუცთა სახლების ბინადრებთან ურთიერთობასა და მათთვის სოციალური გარემოს შექმნას, ასევე „სიტყვის აკადემიის“-ის ზაფხულის ბანაკის ლიდერობას, სადაც მოზარდებისთვის დისკუსიებს, შემოქმედებით და საგანმანათლებლო სესიებს ხელმძღვანელობდა.
ანა წოწერია ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულსა და რუსულ ენებს, გამოირჩევა კრიტიკული აზროვნებით, გუნდური მუშაობის უნარებით და პასუხისმგებლობით. მისი მიზანია სიტყვის აკადემიასთან ერთად საქართველოს განათლების სისტემაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს.











