საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.
ელენე ჩხაიძემ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (Edmund A. Walsh School of Foreign Service) დაამთავრა, სადაც გამორჩეულ აკადემიურ წარმატებას ფლობდა (GPA 3.96)
ის თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებს და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით და აკადემიურ პროგრამებში. 2024–2025 წლებში ელენე გამოირჩია ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა საპატიო ნაშრომით, რომელიც ეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციას 2003–2025 წლებში, რისთვისაც მოიპოვა „Distinction“-ის წოდება. ასევე იყო Philip C. Jessup-ის საერთაშორისო სამართლის სასამართლო კონკურსის დელეგატი და Georgetown Initiative for U.S.-China Dialogue-ის ფელოუ, რომლის ფარგლებში მონაწილეობდა დიალოგებში ჰონგ კონგსა და ვაშინგტონში
ელენე 2023 წელს გახდა Pulitzer Center-ის საერთაშორისო ფელოუ — კვიპროსში რელიგიური მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მოამზადა დოკემენტური მასალა. ასევე იყო Lisa J. Raines-ის ფელოუ, სადაც დამოუკიდებლად იკვლევდა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე
ის ფლობს მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას: მუშაობდა ბიზნესგანვითარების ასოცირებულ კომპანია Snoonu-ში (დოჰა), პროგრამული ჩართულობის კოორდინატორად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ასოცირებულ მკვლევრად The America-Eurasia Center-ში, ასევე პრაქტიკას გადიოდა აშშ-ის საელჩოში ყატარში, განათლების ფონდი Education Above All-ში და სხვა ორგანიზაციებში
ელენე აქტიურად არის ჩართული ლიდერობისა და ახალგაზრდული პროგრამებში — 2025 წელს მოიპოვა Davis Projects for Peace-ის გრანტი და საქართველოში წამოიწყო ახალგაზრდული ბანაკი Youth Leaders Exchange Program (YLEP) ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის. ასევე არის სიტყვის აკადემიის თანადამფუძნებელი, სადაც ქმნის საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს ბავშვებისა და მოზარდებისთვის
დღეს ელენე ჩხაიძე აგრძელებს სწავლას, კვლევით და სოციალურ საქმიანობას და მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის, მშვიდობის მშენებლობისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პროფესიულ განვითარებას. ის სიტყვის აკადემიაში დაარსების დღიდანაა ჩართული და ძირითადი გუნდის ნაწილია. მისი ფოკუსი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაა.











