2.3 (1)

ინა იმედაშვილი

ფილოლოგი

ინა იმედაშვილი არის პედაგოგი და ფილოლოგი, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს განათლების სფეროში და ბავშვებში კითხვის სიყვარულის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ქართული ენის ღრმა ცოდნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ის აერთიანებს სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და ინოვაციურ მეთოდებს, ქმნის ინსპირაციულ სასწავლო გარემოს და მხარდაჭერას უწევს როგორც მოსწავლეებს, ისე კოლეგა მასწავლებლებს.

ინამ ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულებით მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ის მუშაობდა თბილისის მწვანე სკოლასა და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად UG სკოლაში. იყო საბავშვო ჟურნალ „არმარიუმის“ და ჟურნალ „Book City“-ის რედაქტორი, აგრეთვე ლიტერატურული გვერდის რედაქტორი.

ინა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი სკოლის მოდელის დანერგვის მიმართულებით საგნობრივ ექსპერტად, ასევე იყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამების ტრენერი და კურიკულუმის ავტორი.

ის არის წიგნის „გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ზე სტატიების მუდმივი ავტორი.

2023 წელს ინა იმედაშვილი შევიდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალურ ხუთეულში. დღეს ის აგრძელებს მუშაობას როგორც მასწავლებელი, ტრენერი და ავტორი, და ახალ თაობას უყალიბებს ცოდნის, შემოქმედების და სიტყვის სიყვარულს, სიტყვის აკადემიაში კი საკვირაო სკოლისა და უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილ პროგრამაშია ჩართული. 

გუნდის სხვა წევრები