ლევან გიგინეიშვილი – ფილოსოფოსი და კლასიკური ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი დირექტორი. მისი აკადემიური საქმიანობა ორ ათწლეულზე მეტია გრძელდება და მოიცავს შუა საუკუნეების ფილოსოფიას, ბიზანტიოლოგიასა და ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის კვლევას.
მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკურ ფილოლოგიაში, მაგისტრის ხარისხი — ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში შუა საუკუნეების მიმართულებით, ასევე სწავლობდა ფილოსოფიას ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 2000 წელს დაიცვა დისერტაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგიის თემაზე (magna cum laude). მოგვიანებით ჰარვარდის უნივერსიტეტში მოიპოვა განათლების მაგისტრის ხარისხი.
პროფესორი გიგინეიშვილი მრავალ სასწავლო დაწესებულებაში ასწავლიდა: თბილისის სასულიერო აკადემიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2003 წლიდან — გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2018 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ხოლო 2022 წლიდან ხელმძღვანელობს ზემოხსენებულ ინსტიტუტს. მისი კურსები მოიცავს ბიზანტიური კულტურისა და ლიტერატურის ისტორიას, შუა საუკუნეების და თანამედროვე ფილოსოფიას, პოლიტიკური აზროვნების ისტორიას, ახალი აღთქმის კვლევებსა და კლასიკურ ენებს.
ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია. მისი კვლევები ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემებში და ეხება ნეოპლატონიზმს, პატრისტიკას და ქართულ ინტელექტუალურ ტრადიციებს. 2017–2018 წლებში იყო მოწვეული მკვლევარი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური ტექსტების ინგლისურ თარგმანზე.
ლევან გიგინეიშვილი თავისი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობისა და მსოფლიო ფილოსოფიის კვლევაში, საქართველოში კი — ფილოსოფიური და კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში.
სიტყვის აკადემიას ის დაფუძნების დღიდან შემოუერთდა და საკვირაო სკოლის წამყვანი პედაგოგია.











