WhatsApp Image 2025-09-15 at 01.45.08

ლიზი ბატიაშვილი

შემოქმედებითი გუნდის წევრი

ლიზი პროფესიით ექიმია, წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კლინიკური გამოცდილება ქვეყნის წამყვან კლინიკებში მიიღო. შემდეგ იგი სტაჟირებას გადიოდა Thomas Jefferson University-ის კლინიკაში ფილადელფიაში, ხოლო ამჟამად ბოსტონში, St. Elisabeth Medical Centre-ში, შინაგანი მედიცინის რეზიდენტურას აგრძელებს.

სამედიცინო კარიერის პარალელურად, ლიზი თავიდანვე ჩართულია „სიტყვის აკადემიის“ საქმიანობაში და მის საერთაშორისო პროგრამებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ის აქტიურად კოორდინირებს უცხოეთში მცხოვრები ქართველ ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამას (სიტყვის აკადემია მსოფლიოს გარშემო), რომელიც მათი კულტურული ფესვების შენარჩუნებასა და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

ლიზის მიზანია „სიტყვის აკადემიის“ საერთაშორისო პროგრამების გაფართოება, ქართველი ემიგრანტების ერთმანეთთან დაახლოება და საზღვარგარეთ მყოფი ოჯახებისათვის სასარგებლო საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეების შექმნა.

გუნდის სხვა წევრები