მარიამ ადონია ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, რომელიც სწავლების პროცესს უყურებს როგორც შესაძლებლობას მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებისათვის.
მან 2023 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრატურაზე.
მარიამს აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება: 2020–2023 წლებში მუშაობდა საიტ Emehive.co-ზე როგორც მოდერატორი, მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელი და მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი; 2021–2023 წლებში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას და მათემატიკას კერძო რეპეტიტორად; 2023–2024 წლებში იყო ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი და მხარდამჭერი მასწავლებელი; 2024 წელს მუშაობდა მწვანე სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად და ამავე წელს გახდა ლიტერატურის მასწავლებელი „სიტყვის აკადემიაში”
ის გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებით.
მარიამი ავტორია კვლევითი ნაშრომებისა, მათ შორის: „ქალაქ ფოთის ლიტერატურული რეპრეზენტაცია მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში“ და „მშობლიური სივრცის რეპრეზენტაციის მოდელები თანამედროვე ქართველი ემიგრანტი მწერლების რომანებში“.
დღეს მარიამ ადონია აგრძელებს საქმიანობას როგორც ლიტერატურის მასწავლებელი და მიზნად ისახავს ახალი თაობისათვის ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულის და შემოქმედებითი აზროვნების გაღვივებას.











