493523815_24401014102835124_7452733296635003616_n (1)

მარიამ ჯამდელიანი

ფილოლოგი, მწერალი

მარიამ ჯამდელიანი არის პედაგოგი, რომლისთვისაც ლიტერატურა ბავშვებთან ურთიერთობის, მათთან ერთად ფიქრისა და სამყაროს გაცნობიერების გზა არის. ის უკვე შვიდი წელია ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, აერთიანებს კლასიკურ საგნობრივ ცოდნას თანამედროვე მიდგომებთან და ქმნის ინსპირაციულ სასწავლო გარემოს.

მარიამი ხშირად აწყობს საინტერესო შეხვედრებს მწერლებთან, ორგანიზებას უკეთებს შემოქმედებით ღონისძიებებს და მოსწავლეებისთვის წიგნებით არამხოლოდ ცოდნის, არამედ ცხოვრების გამოცდილების გაზიარებას ცდილობს. მისი სტატიები გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე, ხოლო ვიდეო-აქტივობები ხელმისაწვდომია YouTube-ზე.

2023 წლიდან ხელმძღვანელობს წიგნის კლუბს „სათილისმო“, სადაც ბავშვები მხატვრულ ლიტერატურას თამაშითა და არაფორმალური განათლების ელემენტებით ეცნობიან. მისი ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოსწავლეებს კითხვის სიყვარულს და სიღრმისეულად ფიქრის უნარს უღვივებს.

მარიამ ჯამდელიანი არის რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი: საბავშვო წიგნი „კუდამელა ბოგის თავგადასავალი“ (2022), თერაპიული ზღაპრების კრებული „ტკბილი სიტყვა“ (2024) და ლიტერატურული სავარჯიშოების კრებული „წიგნის რვეული“ (2025).

დღეს იგი „სიტყვის აკადემიასთან“ თანამშრომლობს და ახალ თაობას ქართული სიტყვისა და ლიტერატურის ღირებულებებს აზიარებს, ეხმარება მათ ფიქრის, წარმოსახვისა და თვითშემეცნების განვითარებაში.

გუნდის სხვა წევრები