4.2

მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოლოგი

მზია დალაქიშვილი მრავალი წელია მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან  ფსიქოთერაპიის, გეშტალტთერაპიის და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. მისი საქმიანობა ემყარება როგორც მყარ აკადემიურ საფუძველს, ისე მრავალწლიან საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებას და ინდივიდზე მორგებულ ემპათიურ მიდგომებს.

მზიამ ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი — Anglo-American University-ში, ჩეხეთში. ის ფლობს გეშტალტთერაპიის მრავალწლოვან სერტიფიცირებულ მომზადებას, EMDR-ის საბაზისო ტრენინგს და მონაწილეობდა საერთაშორისო სასწავლო კურსებსა და სემინარებში ევროპასა და აშშ-ში (Violet Oaklander, Felicia Carroll და სხვ.). არის ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT) წევრი.

მზია მუშაობდა როგორც ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი სხვადასხვა კლინიკებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სასწავლო დაწესებულებებში: ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, „ინტერკლინიკში“, ასევე იყო ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ჯგუფებისთვის და პატიმრებთან სამუშაო პროგრამებში.

იგი არის „ხეხილის ბაღის“ (გეშტალტ-საბავშვო ბაღი) დამფუძნებელი და ვიოლეტ ოკლენდერის სახელობის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. არის ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ორწლიანი გეშტალტთერაპიის პროგრამის ავტორი და თანახელმძღვანელი.

მზია დალაქიშვილი ასევე არის თსუ-ს, საქართველოს უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი და აქტიურად კითხულობს ტრენინგებს საქართველოში, ბულგარეთში და ნეპალში, აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას როგორც ფსიქოთერაპევტი, ტრენერი.

მზია დალიაშვილი ჩართულია  სიტყვის აკადემიის პროექტში, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა შექმნილი.

გუნდის სხვა წევრები