Untitled design (5)

ნენე ღაღანიძე

ფსიქოლოგი

ნენე ღაღანიძე არის ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან ფსიქო-ემოციური სიჯანსაღის ტრავმის გადამუშავებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ის აერთიანებს არტთერაპიის, ფსიქოანალიტიკური და ფსიქო-სოციალური მუშაობის თანამედროვე მიდგომებს და ქმნის უსაფრთხო, მზრუნველ და მხარდამჭერ გარემოს.

ნენემ ფსიქოლოგიის ბაკალავრის და კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხები (არტთერაპიის სპეციალიზაციით) მიიღო კავკასიის უნივერსიტეტში. არის საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის მხარდამჭერი წევრი და მონაწილეობს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თეორიულ-კლინიკური სწავლების ოთხკომპონენტიან პროგრამაში.

აქვს ბავშვებთან მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. ის ატარებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ არტთერაპიულ სესიებს სხვადასხვა ასაკობრივ და საჭიროებათა კატეგორიის მქონე პირებთან, ჩართულია ფსიქოგანათლების აქტივობებში და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.

დღეს ნენე ღაღანიძე აგრძელებს საქმიანობას სიტყვის აკადემიაში, როგორც ფსიქოლოგი და არტთერაპევტი, ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს ემოციური რესურსების აღმოჩენასა და გაძლიერებაში და ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

გუნდის სხვა წევრები