ნინა ინაიშვილი არის გამოცდილი მენტორ-მასწავლებელი, რომელიც უკვე მრავალი წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციურ, მოსწავლეზე მორგებულ მიდგომებს. ის ქმნის მოტივირებულ, შემოქმედებით და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს, სადაც სწავლება ბავშვების კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული.
ნინამ 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხით (დამატებითი სპეციალობით — განათლების მეცნიერებები), 2016 წელს კი იმავე უნივერსიტეტში მიიღო მასწავლებელთა განათლების მაგისტრის ხარისხი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის სპეციალობით. ამჟამად ის სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურაში სწავლებას ისეთ სკოლებში, როგორებიცაა: სკოლა-პანსიონ „IB მთიები“, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა და სკოლა „გორდა“, ხოლო 2020 წლიდან ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებლად მუშაობს.
ნინა მრავალი წელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოწვეული ექსპერტია და მონაწილეობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდების ანალიტიკური ნაწილის შემსწორებლად.
ის აქტიურად ეწევა პროფესიულ განვითარებას — გავლილი აქვს კურსები თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მიდგომებში, ინკლუზიურ განათლებაში, დისტანციურ სწავლებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლების პროცესში ინტეგრირებაში.
2022–2023 წლებში ნინა ინაიშვილი იყო თბილისის პოლიტიკური სკოლების ქსელის (Tbilisi School of Political Studies) მონაწილე და 2023 წლის ნოემბერში, დასკვნით ღონისძიებაზე, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო დემოკრატიულ ფორუმში სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში, სადაც მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი
დღეს ის სიტყვის აკადემიაში აგრძელებს საქმიანობას როგორც ლიტერატურის სპეციალისტი.











