WhatsApp Image 2025-09-14 at 18.04.39

ნონა შიუკაშვილი

ფსიქოლოგი

ნონა შიუკაშვილი არის კლინიკური ფსიქოლოგი და არტთერაპევტი.

ნონამ 2018 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 2020 წელს — იმავე უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურა. 2022 წელს კავკასიის უნივერსიტეტში დაასრულა კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამა და ამჟამად აგრძელებს სწავლას თანამედროვე რაიხიანული ფსიქოთერაპიის სპეციალიზაციის კურსზე (Italian Society of Reichian Analysis)

ის მუშაობს ფსიქოთერაპიის სახლში „კამარა“ როგორც ფსიქოთერაპევტი და მოზარდებსა და ზრდასრულებთან ატარებს ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას (არტთერაპია, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია). ასევე არის ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფსიქოლოგი — ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს ქცევით, ემოციურ და სოციალურ სირთულეებთან გამკლავებაში და მხარს უჭერს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას სკოლაში

ნონამ მონაწილეობა მიიღო ქალთა ფონდის პროექტში „პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალთა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შემოქმედებითი აქტივობის გზით“ და სტაჟირებას გადიოდა თბილისის კრიზისულ ინტერვენციის ცენტრში, სადაც მუშაობდა ბავშვებსა და მოზარდებთან, ასევე ტრავმული გამოცდილების მქონე პირებთან ტრავმაზე ფოკუსირებული კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მეთოდით.

ის არის საქართველოს სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ასოციაციის წევრი და ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრი.

სიტყვის აკადემიის საკვირაო სკოლაში ნონა ფსიქოგანათლების მიმართულებით არის ჩართული. 

გუნდის სხვა წევრები