Gemini_Generated_Image_45awl045awl045aw

სალომე ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი

სალომე ფანჯიკიძე არის ფსიქოთერაპევტი, არტ-თერაპევტი და EMDR თერაპევტი. მას 10 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს და მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებში – აერთიანებს თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მიდგომებს და ემსახურება სხვადასხვა ასაკის ადამიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერას.

სალომემ ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო შემდგომში დაამთავრა EMDR თერაპიის ევროპული ასოციაციის სერტიფიცირებული პროგრამა და CECAT-ის არტთერაპიის კურსი.

მის პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება უკავშირდება ფსიქოთერაპიის სახლს „კამარა“, სადაც 2011 წლიდან მოღვაწეობს. ასევე მუშაობდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში „მენტალ ვიტა“, ლექტორად დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაში და მონაწილეობდა არაერთ სოციალურ პროექტში — შეწყალებული პატიმრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით, პრობლემური მოზარდების დახმარებითა და ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაციით და სხვა.

სალომე ფანჯიკიძე სიტყვის აკადემიის საკვირაო სკოლაში ფსიქოგანათლების მიმართულებით არის ჩართლი. 

გუნდის სხვა წევრები