ჟანკა ალადაშვილს, ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად საქმიანობს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში უფროსკლასელთა დამრიგებლისა და კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, თვითშემეცნების პროცესსა და სოციალური უნარების გაძლიერებას. გარდა ამისა, ხელმძღვანელობს 7–8 კლასის პიროვნული განვითარების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ემოციური ინტელექტისა და თვითშეცნობის უნარების ჩამოყალიბებას
ჟანას სამუშაო გამოცდილება მოიცავს ფსიქოლოგიურ პრაქტიკას აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღსა და ინტენსიური განვითარების პროგრამებში, სპეციალურ პედაგოგად საქმიანობას ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახი საზოგადოებაში“, ასევე აღმზრდელის პოზიციას საბავშვო ბაღ „ქიდს რეფაბლიქში“. იგი ჩართულია სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორის „GFS“ პროგრამასა და საქველმოქმედო ინიციატივებში, სადაც მუშაობს როგორც პროექტების ხელმძღვანელი და ბანაკის ლიდერი
ჟანა ალადაშვილმა ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მისი პროფესიული განვითარება მოიცავს მრავალ ტრენინგსა და კურსს — სტრესის მართვის, თვითრეგულაციის, ქცევის მართვის, ინკლუზიური განათლებისა და ბავშვთა პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით.











